logo_geo
ფრიდონ სულაბერიძე: გია ყანჩელი მსოფლიო მნიშვნელობის კომპოზიტორი იყო
- +

5 ოქტომბერი. 2019. 20:53

 

 

„არც მეტი, არც ნაკლები ის იყო მსოფლიო მნიშვნელობის კომპოზიტორი, ისეთი მუსიკა დაგვიტოვა ჩვენ და მთელ სამყაროს“, - ამის შესახებ ქორეოგრაფმა ფრიდონ სულაბერიძემ „რეპორტიორს“ კომპოზიტორ გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდზე განუცხადა.

 

„ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის. მთელი საქართველო გლოვობს, ძალიან გული დაწყვიტა ყველას, ვინც მას ახლოდან იცნობდა. ის არამარტო კარგი კომპოზიტორი, არამედ კარგი ადამიანი, დიდებული ქართველი იყო. ნათელში იყოს მისი სული“, - განაცხადა ფრიდონ სულაბერიძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი