logo_geo
კონსტანტინე გამსახურდია: გია ყანჩელის გარდაცვალება ქართული კულტურისთვის დიდი დანაკარგია
- +

5 ოქტომბერი. 2019. 21:37

 

 

„გია ყანჩელის გარდაცვალება ქართული კულტურისთვის დიდი დანაკარგია“, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდიამ „რეპორტიორს“ განუცხადა.

 

„დიდ გერმანელ კომპოზიტორს, რიჰარდ ვაგნერს თავის ერთ-ერთ ოპერაში აქვს ასეთი ფრაზა: საღვთო რომაული რაიხი ანუ სახელმწიფო მართალია ნაცარმტვრად იქცა, მაგრამ ჩვენ დაგვრჩა წმინდა გერმანული ხელოვნება. ზუსტად იგივე მინდა, ვთქვა, რომ დავითის, თამარის და გიორგი ბრწყინვალეს უძლიერესი რეგიონალური სახელმწიფო შეიძლება ნაცარმტვრად იქცა და ჩვენ დღეს აჩრდილიც არ ვართ იმ სახელმწიფოებრიობისა, მაგრამ ჩვენ დაგვრჩა წმინდა ქართული ხელოვნება, რომლის ერთ-ერთი სარანგი და შემომქმედი არის გია ყანჩელი. კომპოზიტორი, რომლის შემოქმედებაც გასცდა საქართველოს ეროვნულ მასშტაბებს და მსოფლიოც მოიცვა.“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

 

 

big_banner
არქივი