logo_geo
ნიკოლოზ წულუკიძე: ძალიან დიდი ეპოქა დამთავრდა დღეს ქართულ ხელოვნებაში
- +

5 ოქტომბერი. 2019. 21:49

 

 

„ძალიან დიდი ეპოქა დამთავრდა დღეს ქართულ ხელოვნებაში“, - ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ კომპოზიტორ გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

„გია ყანჩელი ჩემთვის მარადიულობასთან ასოცირდება და როგორი სიმბოლურია, რომ სწორედ შემოდგომაზე გარდაიცვალა. რუსთაველის თეატრში, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით გია ყანჩელმა რობერტ სტურუასთან ერთად შექმნა ეპოქა, რომელიც არის ხარისხის ათვლის წერტილი ქართულ თეატრში, კუნოში, მუსიკაში. ისეთი მრავალმხრივი იყო ყანჩელი, რომ ყველა ცდილობდა, მას რაღაცით მიმსგავსებოდა. ძალიან დიდი ეპოქა დამთავრდა დღეს ქართულ ხელოვნებაში ადამიანისა, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა გემოვნებიანი მუსიკა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ნიკოლოზ წულუკიძემ.

 

 

big_banner
არქივი