ავტორი მარიამ პაიჭაძე
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გია ყანჩელის სახით არა მხოლოდ ქართულმა, მსოფლიო მუსიკალურმა სამყარომ ძალიან დიდი არტისტი, კომპოზიტორი და დირიჟორი დაკარგა“, - ამის შესახებ კულტურის ყოფილმა მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ „რეპორტიორთან“ საუბარში განაცხადა.
„მქონდა ბატონ გიასთან და მთელ მის ოჯახთან ახლო მეგობრობის ბედნიერება და, ბუნებრივია, პირველ რიგში, მის ოჯახის წევრებს ვუცხადებ სამძიმარს, მისი შემოქმედების ყველა თაყვანისმცემელს.
დარწმუნებული ვარ, გია ყანჩელის შემოქმედება დროს გაუძლებს და შორეულ მომავალშიც მისი მუსიკა ყველასთვის ისევე საყვარელი და ძვირფასი იქნება, როგორიც დღეს არის“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.