ავტორი მარიამ პაიჭაძე
„გია ყანჩელმა არამარტო მუსიკაში, არამედ ეროვნული ცნობიერების გაღვიძებაშიც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა“, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ კომპოზიტორ გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორთან“ საუბარში განაცხადა.
„საწყენია, რომ დიდი თაობა ნელ-ნელა მიდის და ჩვენი კულტურა, შეიძლება ითქვას, ცოტა ღარიბდება კიდეც. ბატონი გია იყო 60-იანი წლების ფლაგმანი, რომელმაც არამარტო მუსიკაში, არამედ ეროვნული ცნობიერების გაღვიძებაშიც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. მთელი 60-იანელთა დამსახურებაა ის, რომ ეროვნული მოძრაობა ყოფილიყო ისეთი მძლავრი, როგორიც იყო“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.