logo_geo
ნინო სურგულაძე გია ყანჩელზე: ძალიან მომენატრება...
- +

5 ოქტომბერი. 2019. 22:21

 

 

„ჩემთვის დიდი დანაკლისია და ძალიან მომენატრება ბატონი გია“, - ამის შესახებ ნინო სურგულაძემ კომპოზიტორ გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორთან“ საუბარში განაცხადა.

 

„დღეს თითოეული ადამიანი თავის წილ ყანჩელს აცილებს, რადგან თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე რაღაცნაირად იმოქმედა მისმა მუსიკამ და ხელოვნებამ. ეს არ იყო უბრალოდ მუსიკა, ეს იყო ბევრად მეტი.

 

გია ყანჩელი იყო საამაყო ადამიანი, რომელსაც დღეს საქართველო უკანასკნელ გზაზე აცილებს“, - განაცხად ნინო სურგულაძემ.

 

 

big_banner
არქივი