logo_geo
ენრიკო ჯანელიძე: დიდ გულისტკივილს გამოვხატავ გია ყანჩელის გარდაცვალების გამო
- +

5 ოქტომბერი. 2019. 22:49

 

 

„დიდ გულისტკივილს გამოვხატავ გია ყანჩელის გარდაცვალების გამო“, - ამის შესახებ მომღერალმა ენრიკო ჯანელიძემ კომპოზიტორ გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორთან“ საუბარში განაცხადა.

 

„გია ყანჩელი ძალიან თავმდაბალი, მორიდებული პიროვნება იყო. ყველამ იცით, რომ ბოლო დღეებში იგი თავის მეგობრებს ემშვიდობებოდა დიდუბის პანთეონში და იქვე მოისურვა დაკრძალვა. მარადისობა მის ხსოვნას, მისი შემოქმედება საუკუნეებს გაუძლებს. ქედს ვიხრი მისი შემოქმედების წინაშე“, - განაცხადა ენრიკო ჯანელიძემ.

 

 

big_banner
არქივი