logo_geo
გია გაბრიჭიძე: გია ყანჩელის შემოქმედება იყო ადამიანად ყოფნის სასიამოვნო სევდა
- +

5 ოქტომბერი. 2019. 22:52

 

 

„გია ყანჩელის შემოქმედება იყო ადამიანად ყოფნის სასიამოვნო სევდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა გია გაბრიჭიძემ კომპოზიტორ გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორთან“ საუბარში განაცხადა.

 

„ბატონი გია ყანჩელის შემოქმედება იყო ზუსტად ის, რაზეც გოდერძი ჩოხელი ამბობდა - „ადამიანად ყოფნის სევდა“.

 

გია ყანჩელის შემოქმედებიდან ზუსტად ამ სევდას განვიცდი, ოღონდ განვიცდი ტკბილ, იმედისმომცემ და სასიამოვნო სევდას. მე ასე ვიტყოდი, რომ ბატონი გიას შემოქმედება იყო ადამიანად ყოფნის სასიამოვნო სევდა“, - განაცხადა გია გაბრიჭიძემ.

 

 

big_banner
არქივი