logo_geo
6-7 ოქტომბერს საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
- +

6 ოქტომბერი. 2019. 12:37

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.

 

„6 ოქტომბერს, დღის ბოლოდან 7 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 

 

 

 

big_banner
არქივი