logo_geo
"გირჩის" მღვდელმსახურები სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს ვერ აარიდებენ
- +

7 ოქტომბერი. 2019. 21:14

 

 

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, "გირჩის" მღვდელმსახურები სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვეღარ გადაავადებენ. ცვლილება უნდა შევიდეს სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის 30-ე მუხლის ლ ქვეპუნქტში: "არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში" უნდა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: "სწავლობს სასულიერო სასწავლებელში".

ინიციატივის ავტორია ორგანიზაცია "ერი და სახელმწიფო". როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 27 წლამდე სასულიერო პირი იშვიათია და კანონში მღვდელმსახურისთვის გადავადების უფლების გაუქმება არ იქნება მიმართული რელიგიური კონფესიების წინააღმდეგ.

პარტია "გირჩმა", 2017 წელს, რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნა, ვინაიდან კანონი სასულიერო პირებს სამხედრო სამსახურის გადავადების საშუალებას აძლევს. ორგანიზაცია ბიბლიური თავისუფლება სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი, შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს. 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი