logo_geo
2020 წლისთვის თბილისს სრულად განახლებული ავტოპარკი ექნება
- +

9 ოქტომბერი. 2019. 01:48

 

თბილისის მერია აქტიურად განაგრძობს ძველი, მწყობრიდან გამოსული მინიციპალური ავტობუსების  ახლით ჩანაცვლების პროცესს. წლის ბოლომდე დედაქალაქს 8 მეტრის სიგრძის კიდევ 220 ერთეული მწვანე ავტობუსი შეემატება.

 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში“ სტომრობისას განაცხადა, მერია  პარალელურად მუშაობს ქალაქის მიწისქვეშა ტრანსპორტის, მეტროს რეაბილიტაზციაზე. იგულისხმება, როგორც ვაგონების, ასევე სადგურების რემონტი, რომლებიც, კალაძის თქმით, ძალიან მძიმე მდგოარეობაშია.

 

„ვაგონებს ვარემონტებთ, გვინდა 40 ერთეული ახალი შემადგენლობის შეძენა. ეს ყველაფერი პარალელურ რეჟიმში უნდა გაკეთდეს. მეტროს სრული რეაბილიტაცია 4 წელიწადში, შეუძლებელია. ეს ძალიან გრძელვადიანი პროექტია. თბილისის მეტროს დაარსებიდან დღემდე, ამ მიმართულებით თითი თითზე არავის დაუდია. ტაქსის რეფორმაც ამ დიდი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა. სატრანსპორტო პოლიტიკა მნიშვნელოვანი რეფორმაა ჩვენი ქალაქისთვის. ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი უკეთესი, მოწესრიგებული ქალაქი იყოს, სადაც გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო იქნება“ , - აცხადებს კახა კალაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი