logo_geo
„ბიბისი“ წყალტუბოს ვრცელ სტატიას უძღვნის
- +

10 ოქტომბერი. 2019. 10:45

 

„ბიბისი“ წყალტუბოს ვრცელ სტატიას უძღვნის და აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, წყალტუბო, საბჭოთა ელიტისთვის ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი იყო.

 

 

„ულამაზესი ხედები, სუბტროპიკული კლიმატი და თბილი რადონ-კარბონატული წყლები, რომლებიც ქმნიან მრავალ აბანოს საკურორტო მკურნალობისთვის. პაციენტები მიიჩნევდნენ, რომ როდესაც დაშლილი რადონი სხეულში შევიდოდა, ყველა სახის დაავადებას, მათ შორის უნაყოფობასა და დამბლასაც განკურნავდა“, - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ქალაქის ყველაზე ცნობილი აბანო იოსებ სტალინისთვის 4000-მა მუშამ ააშენა.

 

 

 

„ბიბისი“ წყლატუბოს ახალ სიცოცხლეზეც წერს და აცხადებს, რომ დამანგრეველი 90-იანი წლების ომიდან 25 წლის შემდეგ, როცა საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, ქალაქი თავის ტურისტულ პოტენციალს დაიბრუნებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი