logo_geo
თბილისის ანძა ვარდისფრათ განათდა
- +

10 ოქტომბერი. 2019. 23:46

 

თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს "ვარდისფერ ოქტომბერს" უკავშირდება. ამ თვეში მსოფლიოში დაგეგმილი ღონისძიებები ვარდისფერი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც ხაზს უსვამს ამ კონკრეტული თემისადმი თანადგომას.



​როგორც "რეპორტიორს" ეროვნულ სკრინინგ-ცენტრში განუმარტეს, ანძის განათება, სიმბოლურად, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმს, უკავშირდება, რომელიც 12 ოქტომბერს, თბილისში, ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით იმართება.

 

თბილისის სატელევიზიო ანძა ეროვნული სკრინინგ-ცენტრის ინიციატივითა და შპს "თბილსერვის ჯგუფის" მხარდაჭერით განათდა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი