logo_geo
ინგა გრიგოლია: “ქართული ოცნება” ჩემს ნათლიად გადაიქცა
- +

11 ოქტომბერი. 2019. 01:02


გადაცემა “რეაქციის” წამყვან ინგა გრიგოლიას, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პირდაპირ ეთერში სახელით - ირმა, მიმართა: ფაქტების გარეშე ბუნებაში არგუმენტები არ არსებობს ირმა.

 

ამაზე ცნობილმა ჟურნალისტმა უპასუხა, რომ პარტია "ქართული ოცნება" მისი ნათლია გახდა.

 

"ირმასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნება” ჩემს ნათლიად გადაიქცა, კარგით, თუ ასე გინდათ, დღეიდან ირმა დამიძახეთ”, – იხუმრა ინგა გრიგოლიამ.

 

აღსანიშნავია, რომ ინგა გრიგოლიას მისამართით სახელი ირმა, ტელეკომპანია "tv პირველის" ეთერში პირველად მაშინ გაისმა, როცა ჟურნალისტს სტუდიაში მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია ჰყავდა სტუმრად. ყოფილმა მინისტრმა ცნობილ ტელე-ჟურნალისტს სახელით ირმა, არაერთხელ მიმართა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი