logo_geo
იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო მოსალოდნელ ტაიფუნთან დაკავშირებით აფრთხილებს
- +

11 ოქტომბერი. 2019. 10:48

 

 

იაპონიაში საქართველოს საელჩო მოსალოდნელ ძლიერ ტაიფუნთან დაკავშირებით იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

 

„იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის კუნძულ ჰონშუს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

 

იაპონიას უძლიერესი ტაიფუნი „ჰაგიბისი“ უახლოვდება. სტიქია კუნძულებისკენ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მიიწევს და ტოკიოსა და მის შემოგარენს სავარაუდოდ შაბათისთვის დაატყდება თავს. სინოპტიკოსების პროგნოზით, წამში 50-დან 70 მეტრამდე ქარის სიჩქარით მოძრავი „ჰაგიბისი“ თავისი მასშტაბით შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი