logo_geo
12 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
- +

11 ოქტომბერი. 2019. 17:26

 

 

ხვალ, 12 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

 

მათივე ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +18; +23 გრადუსამდე დაიკლებს.

 

13 ოქტომბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. ნალექი შეწყდება. ამასთან, ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობითვე, 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე ისევ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

თბილისში 12 ოქტომბერს შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდეს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 13 ოქტომბერს დღისით ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა 12-14 ოქტომბერს +22; +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 15-17 ოქტომბერს ჰაერი +25; +27 გრადუსამდე დათბება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი