logo_geo
ქართული ღვინის ფესტივალზე წიგნის „ღვინის სიყვარულით, მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ წარდგენა გაიმართება
- +

12 ოქტომბერი. 2019. 11:24

 

დღეს, „ქართული ღვინის ფესტივალი 2019-ის“ ფარგლებში, შარდენზე - სიონის ქუჩაზე, წიგნის „ღვინის სიყვარულით, მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ წარდგენა 13:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L-დან“ აცნობეს.

 

მათივე ცნობით, „ღვინის სიყვარულით“ ამერიკელი მწერლის, ჟურნალისტისა და ბლოგერის, ელის ფეირინგის წიგნია.

 

„ავტორი მკითხველს ქართული ღვინის შესახებ დაუვიწყარი პორტრეტებით, პეიზაჟებითა და სიუჟეტებით მოგვითხრობს; მკითხველი მეღვინიდან მეღვინესთან გადადის და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ღვინის გზას გადის და აღწერილი მოვლენები მის თვალწინ ხდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

„ელის ფეირინგის ერთი მშვენიერი წიგნი ღვინის შესახებ უკვე არსებობს ქართულად, მაგრამ წიგნი, რომელსაც ახლა უნდა გაეცნოს ქართველი მკითხველი, ნამდვილი საჩუქარია მათთვის, ვისაც ნამდვილი ღვინო უყვარს“, - აცხადებს მწერალი დათო ტურაშვილი.

 

„ქართული ღვინის ფესტივალზე გაიმართება წიგნის წარდგენა, რომელიც, ჩემი აზრით ყველა ქართველისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ამერიკელი მწერალი ჩამოვიდა საქართველოში და ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან კულტურაზე, ვაზზე დაწერა, ემოციით, დეტალებით, სიყვარულით. ის წერს იმ მეღვინეებზე, რომლებმაც გზა გაჭრეს და ჩვენი მარნებისკენ მოახედეს მსოფლიო და გენიალური ქვევრის ღვინოებით გააკვირვეს იგი!“, - ამბობს „პალიტრა L-ის“ მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი ანანო თავხელიძე.

 

„პალიტრა L-ის“ ინფორმაციით, ღონისძიებაზე წიგნს წარადგენენ: მთარგმნელი ნათია მენაბდე და პროექტის მენეჯერი ანა კოპაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი