logo_geo
13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა!
- +

13 ოქტომბერი. 2019. 00:02

 

13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა!

 

ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს დაიბადა.

 

1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). იგი მეტად ნიჭიერი და ბეჯითი მოწაფე იყო. ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

 

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის.

 

1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა.

 

საქართველომ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მამულიშვილი.

 

მერაბ კოსტავა მთაწმინდაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

 

 

 

big_banner
არქივი