logo_geo
დღეს სვეტიცხოვლობაა
- +

14 ოქტომბერი. 2019. 00:31

 

 

14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნება. ეს დღე უფლის კვართის სადიდებლად ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დააწესა.  ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში აღავლენს.

 

სწავლების მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ წილად, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი.

 

ერთი მათგანი, სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. ის მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული.

 

სწორედ ამ ადგილზე აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარი.

 

დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აღდგა.

 

 

big_banner
არქივი