logo_geo
გიორგი ანდრიაძე: თუ 1% მაინც იქნება სინამდვილე, რაც მეუფე პეტრემ იბოდიალა, ყველა თანამდებობას დავტოვებ
- +

27 თებერვალი. 2017. 13:02



საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა


მისი თქმით, გუშინ მეუფე პეტრემ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა. ანდრიაძის თქმით, იმ პერიოდში, რომელზეც მიტროპოლიტი საუბრობდა, იგი საპატრიარქოს ტელევიზიას ქმნიდა და ამ ტელევიზიის დირექტორი იყო ორი წლის განმავლობაში.


გუშინ მეუფე პეტრემ გაავრცელა ცილისწამების კორიანტელი. ეტყობა, არც მეშვიდე მცნება იცის - ცილი არ უნდა დასწამო, არც ის იცის, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. ვთხოვ მასმედიას, შეუძლია, რამდენიმე საათში გადაამოწმონ მის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია . . რძეზე, ყველზე და კომერციულ საქმიანობებზე, რომელსაც მისი სულიერი ძმები - ნაციონალები" ეწეოდნენ. ამ პერიოდში მე ვაკეთებდი საპატრიარქოს ტელევიზიას, რომლის დამფუძნებელიც მე ვარ და ორი წელი ვიყავი მისი დირექტორი. რადიოს დამფუძნებელიც მე ვარ. მე ამ კუთხით ვსაქმიანობდი, კომერციულ საქმიანობას ვინ ახორციელებდა, ძალიან იოლი დასადგენია. თუ 1% მაინც იქნება სინამდვილე, რაც პირდაპირ ეთერში მეუფე პეტრემ იბოდიალა, ყველა თანამდებობას (მე ბევრი თანამდებობა მაქვს აქ) დავტოვებ. ეს არის მოკლე პასუხი, ვისაც უნდა სიმართლე გაიგოს. ქურდების თემა კიდევ საერთოდ კომიკური ჟანრიდან არის. მაინტერესებს, ფულს პატრიარქის სეიფიდან ვიპარავდი თუ ვაგზლის ჯიბის ქურდი ვიყავი?" - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.


ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე 2009 წელს პატრიარქ ილია მეორის მოწამვლაზე საუბრობს.


როცა 2009 წელს, ნინოობის დღესასწაულის წინა დღეს, პატრიარქი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას. გვმასპინძლობდა, გვემსახურებოდა ქალბატონი (შორენა თეთრუაშვილი), პატრიარქის მდივან-რეფერანტი, პრეზიდენტი იღებს ყველა შეთავაზებულს - ღვინოს, სასმისს, ყავას, ასე ვთქვათ, პატრიარქის ულუფასაც თვითონ ჭამს. მეორე დღეს პატრიარქი ხდება ძალიან ცუდად, ერთი საათი იყო უკონტროლო მდგომარეობაში, ნინოობის დღესასწაულზე, როცა მე წირვის შემდეგ დავბრუნდი საპატრიარქოში, შემდეგ გადაიყვანეს თოდუას კლინიკაში. მაშინ, .. უფლებადამცველი კაკაბაძე, .. საპატრიარქოს უფლებების დამცველი არამზადა გიორგი ანდრიაძე, თუ გაიხსენებთ, 2009 წლის იანვრის პრესას, პირდაპირ წერდნენ, რომ პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი. მაგრამ მაშინ არ ეყო გამბედაობა ქვეყნის ხელისუფლებას, გამოეძიებინა ეს ფაქტი. მე იმედი მაქვს, ამ ჯერზე მაინც იქნება ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე", - განაცხადა მეუფე პეტრემ „იმედის დროში".

 


 

big_banner
არქივი