logo_geo
ირაკლი ბათიაშვილი: ეროვნული მოძრაობა გაივსო ჯაშუშებით, რამაც ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო
- +

16 ოქტომბერი. 2019. 01:11

 

 

საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ფილოსოფოსი ირაკლი ბათიაშვილი, გასული საუკუნის 80-90-იან წლების იმ მოვლენებს იხსენებს, როცა ეროვნული მოძრაობა ფეხს იკიდებდა და დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს. 

როგორც ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემა "სვოტ ანალიზში" სტუმრობისას განაცხადა, დიდი შედგომა იყო, ის, რომ ეროვნულ- მოძრაობაში არ არსებობდა დამცავი მექანიზმები და მათი რიგები ჯაშუშებით გაივსო, რამაც ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო.


მისივე შეფასებით, სა​ქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას უამრავი ნაკლოვანება, მანკიერება და ნეგატივი ჰქონდა. მისი სუსტი მხარე იყო რაციონალიზმის ნაკლებობა, დეფიციტი, რაც ეხება გადაწყვეტილებების მიღებას, პროცესების დაგეგმვას და წარმართვას. ამის მიუხედავად ძლიერი იყო სულიერ- ინტელექტუალური ბაზა. 

"რა სტატიები იწერებოდა ჩვენი მხრიდან, შეგიძლიათ მაშინდელ ჟურნალებში ნახოთ. ინტელექტუალური მუშაობა სხვა არის. სულიერი მუხტი ჰქონდა ეროვნულ მოძრაობას ძალიან მაგარი, ორგანიზებულობა, იმ პირობებში, ყოველგვარი ტელევიზიისა და ფეისბუქის გარეშე, მაგრამ არ იყო სტრატეგია, ტაქტიკა, ჭარბობდა ემოციები. რაციონალიზმის ნაკლებობასთან ერთად ჩვენ გვქონდა საქმე უძლიერეს მოწინააღმდეგსთან КГБ -სახით, რომელიც აქტიურად მუშაობდა ჩვენს წინააღდეგ. მათგან თავის დასაცავად, რეალურად არაფერი გაგვიკეთებია. კონტრდაზვერვის სამსახურს ვერ შევქმნიდით, მაგრამ რაღაც დამცავი მექანიზმები, ფილტრები უნდა შეგვექმნა. ეს რომ არ გაკეთდა ჩვენი რიგები გაივსო აგენტურით, რამაც ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო", - აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი. 

მისივე თქმით, ეროვნული მოძრაობის რიგებში დიფერენციაციის პროცესმა მანკიერი პათოლოგიის სახე მიიღო. ეროვნულ ძალებს შორის პოლიტიკური ოპონირება ანტაგონიზმი გადაიზარდა, რაც პოლიტიკური მოტივებითაც იყო განპირობებული, "მაგრამ უფრო ხშირად, პიროვნული გაუტანლობით, ამბიციებით, ლიდერობისკენ სწრაფვით, ერთმანეთისადმი სიძულვილით. ეს ყველა პოილიტიკურ პროცესში ხდებოდა, მაგრამ გონება იმისთვის, არის, რომ იმპულსები მაქსიმალურად მოთოკოს", - მიაჩნია ბათიაშვილს.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნულ მოძრაობაში იყო მინუსები, მაგრამ თავისი სულისკვეთებით ის გამორჩეული იყო და მას შემდეგ მსგავსი მუხტი ქვეყანაში აღარ ყოფილა. 


"
ამდენი წელი გავიდა, უამრავმა წყალმა ჩაიარა ჩემს თვალწინ, ეროვნულ მოძრაობაში იყვნენ პიროვნებები. განსაკუთრებული პოტენციალის მქონე პიროვნებები, ცუდი თუ კარგი, მაგრამ პიროვნებები, ამით იყო ის გამორჩეული, დღეს ამის დეფიციტია", - აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი. 

 

big_banner
არქივი