logo_geo
ლუკა ფოფხაძის ძაღლები, „შაკო“ და „ბობი“, გარდაცვლილი მოზარდის საფლავზე ყოველდღე მიდიან
- +

16 ოქტომბერი. 2019. 12:20

 

მცირე ხნის წინ, ექიმების დაუდევრობის გამო გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის, ლუკა ფოფხაძის დედა, ბელა ჯმუხაძე აქვეყნებს შვილის საფლავზე გადაღებულ ფოტოებს. მათზე გადაღებულები არიან ლუკას ძაღლები, რომლებიც გარდაცვლილი მოზარდის საფლავზე წვანან.

 

როგორც ლუკას დედა წერს, ეს ძაღლები „ბობი“ და „შაკო“ არიან…

„ლუკას „ბობი“ და „შაკო“…

დღისით… ღამით… ყოველ დღე მიდიან ლუკასთან.

როგორ გიყვარდა ორივე და რამდენ რამეს მიყვებოდი მათზე, ჩემო ლუკა

მენატრები, ძალიან მენატრები…“

 

შეგახსენებთ, რომ ლუკა ფოფხაძე რაჭიდან მძიმე მდგომარეობაში რეანიმობილით ქუთაისში გადაიყვანეს, რა დროსაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ვერ გაუწიეს და მოზარდი გარდაიცვალა…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი