logo_geo
კახა კალაძე ტაქსით მომსახურების არალეგალურ სერვისზე: ასეთ მძღოლებს საპატრულო პოლიცია გამოავლენს და დააჯარიმებს
- +

16 ოქტომბერი. 2019. 16:44

 

თბილისის მერი კახა კალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრულო პოლიციას აკისრებს პასუხისმგებლობას ტაქსის იმ მძღოლების გამოვლენაზე, რომლებიც მოქალაქეებს ტაქსით მომსახურების არალეგალურ სერვისს სთავაზობენ.

 

როგორც კალაძე მოქალაქეების ნაწილის პრეტენზიასთან დაკავშირებით აცხადებს, კანონდამრღვევი მძღოლების გამოვლენა და დაჯარიმება სწორედ საპატრულო პოლიციის კომპეტენციაა. მოქალაქეთა ნაწილის ინფორმაციით, ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის ამოქმედების შემდეგ ქალაქში ტაქსით მომსახურების არალეგალური სერვისი გაჩნდა. კერძოდ, მათი ინფორმაციით, მძღოლები, რომლებიც თეთრი ავტომანქანებით არ გადაადგილდებიან და არც ტაქსის მანათობელი ნიშნები აქვთ, ტაქსის სერვისით მომსახურებას სთავაზობენ.

 

„ბერკეტი გვაქვს ის, რომ ეს ქმედება არის დასჯადი, კანონის წინააღმდეგ ქმედებაა. ვინც კანონს დაარღვევს, შესაბამისი სამსახურები, ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიცია იმოქმედებს შესაბამისად. როგორც სხვა შემთხვევაში დაჯარიმდნენ ადამიანები, აქაც იქნება ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება. ამას დაემატება ასევე ჩვენი სამსახურები, რომლებსაც აქვთ უფლებამოსილება გააკონტროლონ სიტუაცია და დააჯარიმონ კანონდამრღვევები“, - განაცხადა კალაძემ.

 

ამასთან, თბილისის მერი კანონდამრღვევი მძღოლების გამოსავლენად, ხალხმრავალ ადგილებზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე ვიდეოკამერების დამონტაჟების საჭიროებას ვერ ხედავს.

 

 

 

 

big_banner
არქივი