logo_geo
საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- +

18 ოქტომბერი. 2019. 14:07

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

 

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება.

 

19-22 ოქტომბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი. 21-22 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს, ზოგან შესაძლებელია ნისლი.

 

თბილისში 18 ოქტომბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 19 ოქტომბერს დღის ბოლოს და 20-22 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 18-19 ოქტომბერს +25, +27 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 20-22 ოქტომბერს +19, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

 

big_banner
არქივი