logo_geo
გურამიშვილის გამზირზე მდებარე იმ კორპუსის მცხოვრებლებს, რომელშიც აფეთქება მოხდა, სასტუმროებში გადაიყვანენ
- +

19 ოქტომბერი. 2019. 12:18

 

 

გურამიშვილის გამზირზე მდებარე იმ კორპუსის მცხოვრებლებს, რომელშიც აფეთქება მოხდა, სასტუმროებში გადაიყვანენ, მოგვიანებით კი, საჭიროების შემთხვევაში, მათი ქირით უზრუნველყოფა დაიწყება. აღნიშნული განცხადება „ინტერპრესნიუსისა“ და „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტთან ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ გააკეთა.

 

„შევქმენით საორგანიზაციო ჯგუფი. კორპუსის მცხოვრებლებს ჯერ გავიყვანთ სასტუმროებში, მერე კი, თუ საჭირო გახდა, დავიწყებთ ქირის გაყვანის პროცესს. გაკეთდება დასკვნა, რის შემდეგაც გვეცოდინება, რამდენად უსაფრთხოა კორპუსში ცხოვრება. გამგეობა მზადაა ყველანაირი დახმარებისთვის“, - განაცხადა გამგებელმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი