logo_geo
გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
- +

20 ოქტომბერი. 2019. 13:27

 

გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. დამწვრობის ცენტრის ექიმების ინფორმაციით, 39 წლის სოსო ჯავახიშვილს სხეულის 60% აქვს დამწვარი და შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

 

პირველადი ინფორმაციით, 19 ოქტომბერს გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. სულ დაშავდა 4 ადამიანი. 3 ადამიანის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი