logo_geo
„მივემგზავრები კავკასიაში იმ მიზნით, რომ ვიპოვო ახალი წარმატება“ - მიხაი ზიჩი უსასყიდლოდ დასთანხმდა „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებას
- +

21 ოქტომბერი. 2019. 14:09

 

თბილისის მუზეუმების გაერთიანება Facebook-გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1881 წლის 24 ივლისს მიხაი ზიჩი წერს: „მე მივემგზავრები კავკასიაში. იმ მიზნით, რომ გამოვცადო და ვიპოვო ახალი წარმატება, ახალ სამყაროში სიმშვიდესთან ერთად. აქ ევროპაში მე ყველაფერი საკმარისი მქონდა. მე მხოლოდ მას შემდეგ გავიგებ ჩემი დაბრუნების სავარაუდო დროს, როდესაც ჩავალ და ვიცხოვრებ იქ. გთხოვთ, ყველა წერილი გამოგზავნოთ ტიფლისში“.

 

1881-1882 წლებში გიორგი ქართველიშვილმა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემაზე დაიწყო ზრუნვა, 1884 წელს შეიქმნა კომისია - ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბელის, რაფიელ ერისთავის, დიმიტრი ბაქრაძის, პეტრე უმიკაშვილისა და იონა მეუნარგიას მონაწილეობით. წიგნის გამოსაცემად გამოიწერა ახალი შრიფტი, სათაურის ასოები, ორნამენტები (სხვადასხვა ქართული ტაძრებიდან აღებული), გასაფორმებელი ნახატები. წიგნის დასასურათებლად მოწვეულ იქნა მიხაი ზიჩი, რომლის ილუსტრაციებით გაფორმებული ვეფხისტყაოსანი უკვე 1888 წელს გამოიცა. ეს საკმაოდ შრომატევადი და ფინანსურად რთული საქმე სრულად იტვირთა გიორგი ქართველიშვილმა, რომლის გამოცემაზეც 12,000 მანეთი დაიხარჯა. გამოცემის სრული ტირაჟი კი საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა საჩუქრად და მისგან შემოსული თანხით სტამბის გამართვის საკითხი დააყენა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიხაი ზიჩი სრულიად უსასყიდლოდ დასთანხმდა გიორგი ქართველიშვილის წამოწყებას“, - ნათქვამია პოსტში.

 

 

 

big_banner
არქივი