logo_geo
ნათია თურნავა: ველოდებით მსოფლიო ბანკის მისიას, რომელიც თავისი რჩევით დაგვეხმარება ინტერნეტიზაციის პროექტის სწორ ორგანიზებაში
- +

21 ოქტომბერი. 2019. 16:08

 

„ველოდებით მსოფლიო ბანკის მისიას, რომელიც თავისი რჩევით დაგვეხმარება ინტერნეტიზაციის პროექტის სწორ ორგანიზებაში“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება. ჩვენ, ახლა ვაკეთებთ მოდელის განახლებას და პირველ რიგში, გვინდა გამოვკვეთოთ ის რეგიონები, სადაც არის ტურისტული პოტენციალის განვითარება, რადგან ეს შექმნის შესაძლებლობას მცირე სასტუმროების, საოჯახო სასტუმროების განვითარებისთვის. ამის შემდეგ დაზუსტდება ბიუჯეტი და რაც მნიშვნელოვანია, „ფონდმა ქართუმ“ კვლავაც დაადასტურა თავის მზადყოფნა როგორც ეს აქამდეც იყო, მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტში. როდესაც დავაზუსტებთ ბიუჯეტს, გადავწყვეტთ დაფინანსების წყაროებს. 28 ოქტომბერს ველოდებით მსოფლიო ბანკის მისიას, რომელიც თავისი რჩევით დაგვეხმარება ამ პროექტის სწორ ორგანიზებაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი