logo_geo
კობა კობალაძე: ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმება
- +

22 ოქტომბერი. 2019. 10:24

 

 

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.

 

საქართველოს პარლამენტის წევრი კობა კობალაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი, სოფლების: სამყურის, კახარეთის, ჩორჩანისა და დიდი სმადის მოსახლეობას შეხვდნენ, მათ საჭიროებებს გაეცნენ და ერთად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

„ჩვენთან შეხვედრებზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ძირითად საჭიროებებად შიდა გზებისა და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია დაასახელა. ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს. ადიგენის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმება“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

 

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან მსგავს შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გამართავენ.

 

big_banner
არქივი