logo_geo
ლიუ ჰუი: ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება
- +

22 ოქტომბერი. 2019. 13:39

 

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ჩინეთის ბაზარზე  ქართული ღვინის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ.

 

ლიუ ჰუის განცხადებით, ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება და ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოდან ჩინეთში უფრო მეტი ღვინო გავიდეს.  მისი ინფორმაციით, შანხაიში ჩინეთის მეორე ექსპორტ-იმპორტის გამოფენა გაიმართება, ეს  გახლავთ მსოფლიოში უდიდესი პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია იმპორტზე.

 

„შარშან ამ გამოფენაში დაახლოებით 170 ქვეყნის და რეგიონის წარმომადგენელი   მონაწილეობდა. იმედი გვაქვს,  რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს  გამოფენაში და გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.  შარშან გამოფენისას ჩინეთის ეროვნულმა ტელევიზიამ რეპორტაჟი მოამზადა საქართველოსა და  ქართულ ღვინოზე, რასაც  ძალიან დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.   ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინელები უკვე იცნობენ საქართველოს და  ქართულ ღვინოს“, - განაცხადა ლიუ ჰუიმ.

 

 

 

 

big_banner
არქივი