logo_geo
''იმედსა'' და ''მაესტროზე'' მაუწყებლობა შეჩერდა
- +

28 ოქტომბერი. 2019. 16:00

 

„იმედსა“ და „მაესტროზე“, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სამსახურის უფროსი ტელეწამყვანი ირაკლი ჩიხლაძე ავრცელებს. მისი თქმით, ქსელი არის პარალიზებული და სიგნალს ვერ იღებენ.

 

„ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში!“ - წერს ჩიხლაძე.

 

დღეს, 28 ოქტომბერს, კიბერშეტევა განხორციელდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე. გარდა ამისა დაჰაკულია რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდი.

 

საიტების გახსნისას ჩნდება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით: I’ll be back (მე დავბრუნდები).

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი