საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, „პირველი არხის“ ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა.
ასევე, გათიშულია რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.
დღეს დილიდან კიბერშეტევა რამდენიმე ქართულ ვებგვერდზე განხორციელდა. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა წარწერით – „მე დავბრუნდები“.