logo_geo
შალვა ამონაშვილი: მშობელმა შვილი რომ აღზარდოს, თვითონ უნდა იყოს აღზრდილი
- +

28 ოქტომბერი. 2019. 20:12


ფსიქოლოგი, პედაგოგი და აკადემიკოსი შალვა ამონაშვილის აზრით, იმისათვის, რომ მშობელმა შვილი აღზარდოს, თავად უნდა იყოს აღზრდილი. ჯიჯღინა მშობლებს ბავშვები გაურბიან და მათთან გულახდილები არ არიან.    

„მშობელმა შვილი რომ აღზარდოს თვითონ უნდა იყოს აღზრდილი. თვითონაც უნდა ზარდოს თავის თავში საუკეთესო თვისებები და ბავშვსაც შეეშველოს აღზრდაში. თუ დედას და მამას ჰგონიათ, რომ ისინი უკვე აღზრდილები არიან, აღზრდაში ხელი მოეცარებათ, რაღაც არ გამოუვათ. მიმართავენ დამსჯელ და ამკრძალავ ზომებს. თუ დედას მოთმინება არ ჰყოფნის, ბავშვთან იქნება ჭირვეული და გაღიზიანებული, ჯიჯღინა დედას ბავშვები გაურბიან, უმალავენ ყველაფერს. თუ დედა მომთმენი და დამთმენია, ასეთ დედას ბავშვი ყველაფერს მოუყვება. ზრდი რა ბავშვს უნდა გაზარდო შენი თავიც", - ამბობს შალვა ამონაშვილი. 

 

მისივე თქმით, მეორე მთავარი პირობა ის არის, რომ მშობელს ფილოსოფიური წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ თავიანთ თავზეც და ბავშვზეც.

 

"უნდა გქონდეს ჭა, რაშიც სუფთა წყალია, ჩაუშვებ და ამოიღებ სუფთა აზრებს. ჩემთვის და იმ პედაგოგიკისთვის რომელსაც ჰუმანური ვუწოდე, ასეთი წყარო არის რწმენა. რწმენა ღმერთისა“, – ამბობს შალვა ამონაშვილი.



​მისივე თქმით, ​ვისაც ღმერთის რწმენა აქვს, იმას ბავშვის მიმართ ფილოსოფიური მიდგომა გაუჩნდება. რწმენის კაცისთვის, ღმერთის არსებობა რეალურია. ემის, რომ ცხოვრება სრულყოფისთვის ეძლევა, რომ პრინციპი მასვი-მაჭამე ცხოვრების გაფლანგვაა. 

 

"შვილი მოვლენაა, რომელიც ღმერთმა ჩაგვაბარა და გვთხოვა, გამიზარდე ახალი ადამი და ევაო", - ამბობს აკადემიკოსი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი