logo_geo
თევდორე მღვდლის ქუჩაზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

29 ოქტომბერი. 2019. 13:39

 

 

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, დამატებითი ჯგუფები იმყოფებიან და არსებულ პერიმეტრზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ადგილზე იმყოფებიან დიდუბის გამგეობის წარმომადგენლები. გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, გამგეობამ მოახდინა სწრაფი რეაგირება და საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები პირები სასტუმროში არიან გადაყვანილი.

 

შეგახსენებთ, რომ თევდორე მღვდლის ქუჩის 38 ნომერში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ერთი ადამიანი დაშავდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი