logo_geo
ილო ბეროშვილი „იმედიდან“ გაუშვეს - ტელეწამყვანის პირველი კომენტარი
- +

1 მარტი. 2017. 00:40


 

ილო ბეროშვილი, კაცი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს საზოგადოებამ „ჯეოსელის" რეკლამიდან გაიცნო. მან მალევე მოიპოვა პოპულარობა და არც მეტი, არც ნაკლები თოქ შოუს წამყვანი გახდა.


„ილო ბეროშვილის შოუ" ძალიან მოკლე დროში გახდა ერთ- ერთი ყველაზე რეიტინგული შოუ, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილომ ტელე- კომპანია „იმედთან" თანამშრომლობა შეწყვიტა. ტელეკომპანიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება თუ თავად ილო ბეროშვილმა, ჯერჯერობით უცნობია.


იმის გასარკვევად თუ რამდენად შეესაბამებოდა რელაობას ეს ინფორმაცია დავუკავშირდით ილოს. ტელეწამყვანმა დაადასტურა ინფორმაცია, მაგრამ არც მიზეზებზე საუბარი ისურვა და არც სამომავლო გეგმებზე. კაცი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს, უჩვეულოდ მოკლე პასუხებით შემოიფარგლა:


- მართალია, რომ ტელე- კომპანია „იმედთან" აღარ თანამშრომლობთ?

 

- დიახ.


- რატომ?

 

- არის მიზეზები.


სამწუხაროდ, უცნობია, რა ბედი ეწვევა „ილო ბეროშვილის შოუს" ან თავად ილოს რა გეგმები აქვს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი