logo_geo
ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმითის დედამ მალხაზ კობაურს ჩადენილი დანაშაული აპატია
- +

1 ნოემბერი. 2019. 23:07

 

ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმითის დედა ლინ სმიტი თავისი შვილის, რძლისა და 4 წლის შვილიშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილ წერილში ჩადენილ დანაშაულს პატიობს.

 

წერილი, რომელიც ლინ სმითმა მალხაზ კობაურს 2018 წლის 1 ოქტომბერს გაუგზავნა და მსჯავრდებულმა რამდენიმე დღის წინ მიიღო, სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა.

 

მოკლული რაიან სმითის დედა ექვსგვერდიან წერილში მსჯავრდებულ მწყემსს მიმართავს და ამბობს, რომ მას და მის მეუღლეს არ სურთ „მიუტევლობის, სიმწარის, ზიზღის ან ბოროტების მარწუხებში ცხოვრება“, რის გამოც კობაურისთვის დანაშაულის მიტევების გადაწყვეტილება მიიღეს.

 

თუმცა, ლინ სმითი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ მოკლულთა ოჯახის სურვილია, მალხაზ კობაურმა საპყრობილეში 30 წელი გაატაროს ან იქ სამუდამოდ დარჩეს, რათა მისგან საფრთხე სხვა ადამიანებსაც არ შეექმნათ.

 

გარდა ამისა, რაიან სმითის დედა მსჯავრდებულ მწყემსს ლოცვისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ღმერთს შენდობა სთხოვოს.

 

2018 წლის 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და თავისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. მას 2018 წლის 11 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 2019 წლის 27 მარტს კი მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი