logo_geo
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე შეზღუდვები დაწესდა
- +

2 ნოემბერი. 2019. 10:48

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

ამავე საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

საავტომობილო გზის კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

big_banner
არქივი