logo_geo
დღეს საქართველოში ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი
- +

2 ნოემბერი. 2019. 10:52

 

 

დღეს საქართველოში წვიმა და მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5-ბალიანი შტორმი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი