logo_geo
ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს
- +

2 ნოემბერი. 2019. 14:40

 

ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, უნალექო ამინდები სულ მცირე, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

ხვალ დღისით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა +10; +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

 

რაც შეეხება, თბილისს, ხვალ მაქსიმალური ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი