logo_geo
პატრიარქის მხარდასაჭერად სამებისკენ მსვლელობა მოეწყობა
- +

3 ნოემბერი. 2019. 12:05

 

 

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა მიმდინარეობს. მრევლის ნაწილი მეტროსადგურ ავლაბართან შეიკრიბება და სამებისკენ მსვლელობას მოაწყობს. სინოდის სხდომის შემდეგ ეს პირველი წირვაა, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აღავლენს. გასული კვირის წირვას ის გაციების გამო ვერ დაესწრო.

 

დღევანდელ დღეს წმინდა სინოდის ხმაურიანი გადაწყვეტილება უძღოდა წინ.

 

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა, ხოლო მეუფე იაკობს, რომელიც ამბობდა, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა.

 

სხდომიდან პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ პატრიარქმა ის მღდელმთავრობიდან გადააყენა. მან ასევე განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. მოგვიანებით მან ეს სიტყვები განმარტა.

 

პეტრე ცაავას შემცვლელი მეუფე გრიგოლი დღეს საკვირაო წირვას მარტვილში პირველად ატარებს.

 

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული სინოდის ოქმის თანახმად, პატრიარქმა სხდომაზე აღნიშნა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება.

 

 

 

 

big_banner
არქივი