logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: რეზო გაბრიაძეს ბოლო ნაწარმოებში ფილმის სახით, „დედა, იცი, სად ვიყავი?!“, გენიალურად აქვს გადმოცემული ყოფითი ცხოვრების არსი
- +

3 ნოემბერი. 2019. 12:12

 

 

„რეზო გაბრიაძეს ბოლო ნაწარმოებში ფილმის სახით -„დედა, იცი, მე სად ვიყავი?!“ გენიალურად აქვს გადმოცემული ყოფითი ცხოვრების არსი“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში განაცხადა, სადაც ჟურნალისტისა და ლიტერატურათმცოდნის, საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორის, თამაზ ტყემალაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო.

 

როგორც ივანიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფილმი რეზო გაბრიაძის შემოქმედების მწვერვალია.

 

„ყოფითი ცხოვრების არსი ვისაც შეუმეცნებია, ამის სამტკიცად მოვიშველიებ ბატონ რეზო გაბრიაძის ბოლო ნაწარმოებს ფილმის სახით – რუსულად არის და ქართულად ასე ჰქვია: „დედა, იცი, მე სად ვიყავი?!“. თუ არ გინახავთ ნახეთ ეს ფილმი და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ გენიალურად აქვს გადმოცემული ყოფითი ცხოვრების არსი. მულტფილმის სახითაა, თვითონ რეზოს მიყავს და აგებული აქვს თავის ბიოგრაფიაზე. მე ვფიქრობ, რომ მისი შემოქმედების მწვერვალია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ანიმაციური ფილმი რეზო გაბრიაძის ნახატებითა და ზღაპრებით ოსკარზეა წარდგენილი. „დედა, იცი, მე სად ვიყავი?!“ 2018 წელსაა შექმნილი, რომლის რეჟისორია ლეო გაბრიაძე. ფილმში გია ყანჩელის, ვიქტორ დოლიძისა და ოლეგ კარპაჩევის მუსიკაა გამოყენებული. სურათის პროდიუსერი თემურ ბეკმამბეტოვ ბაზელევსის სტუდიაა. ამ კატეგორიაში სულ 32 სრულმეტრაჟიანი მულტფილმია წარდგენილი. „შორთ ლისტი“ 2020 წლის 13 იანვარს გამოქვეყნდება. პრემიის გადაცემის ცერემონია კი 9 თებერვალს გაიმართება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი