logo_geo
ანდრია ჯაღმაიძე: სინოდის გადაწყვეტილებაზე დამორჩილება არის აუცილებელი ყველა ადამიანისთვის, ვინც ეკლესიის წევრია
- +

3 ნოემბერი. 2019. 12:24

 

 

„ძალიან ბევრი სასულიერო პირი მოვა და დადგება პატრიარქთან წირვაზე მხარდასაჭერის გამოსახატად. წირვის ბოლოს ალბათ, იქნება კომენტარები“, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„არსებობს კანონიკა, არსებობს ძალიან ბევრი შეღავათები. ეკლესია ძალიან ხშირად ასე მკაცრად კანონიკას არ მისდევს, შეღავათების საშუალებით ადამიანს აძლევს ძალიან ბევრ საშუალებას ხოლმე, რომ დაბრუნდეს ეკლესიის კანონიკური ცხოვრების ჩარჩოებში. სინოდის გადაწყვეტილებაზე დამორჩილება არის აუცილებელი ყველა ადამიანისთვის, ვინც ეკლესიის წევრია. მე ნუ მათქმევინებთ იმას, რაც სინოდმა უნდა თქვას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

ყოფილი დეკანოზი პეტრე ცაავა არ აპირებს შიომღვიმის მონასტერში წასვლას. როგორც პეტრე ცაავა ამბობს, ის მოღვაწეობას საქართველოში აგრძელებს, თუმცა შიომღვიმეში არ წავა.

 

 

 

 

big_banner
არქივი