logo_geo
ტელეკომპანია „იმედზე“ კიბერშეტევა განხორციელდა
- +

3 ნოემბერი. 2019. 15:13

 

ტელეკომპანია „იმედზე“ კიდევ ერთი კიბერშეტევა განხორციელდა. ჰაკერული თავდასხმა გუშინ საღამოს დაფიქსირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული ფაქტის მოკვლევა 28 ოქტომბერს ასევე კიბერშეტევის თაობაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდება.

 

შსს-ში ჯერჯერობით ვერ ამბობენ, ხომ არ განმეორდა კიბერშეტევა სხვა ორგანიზაციებზეც.

 

ცნობისთვის, 28 ოქტომბერს საქართველოში სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებზე კიბერშეტევა განხორციელდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი