logo_geo
3 ნოემბერი დოდო ჭიჭინაძის გარდაცვალების დღეა...
- +

3 ნოემბერი. 2019. 15:45

 

3 ნოემბერი მსახიობ დოდო ჭიჭინაძის გარდაცვალების დღეა.

 

საქართველოს დამსახურებული არტისტი (1960). საქართველოს სახალხო არტისტი (1976) თამარ (დოდო) ჭიჭინაძე 1924 წლის 28 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში დაიბადა.

 

დაამთავრა საქართველოს კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობის სტუდია 1945 წელს.

 

1950 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: „დავით გურამიშვილი“ (ქეთევანი, 1946), „ჭრიჭინა“ (თინა, 1954), „ბაში-აჩუკი“ (ნინო, 1956), „ნინო“ (ეთერი, 1959), „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983), „გაფითრეუბლი თებერვლის ლანდი“ (მარო მაყაშვილი), (დოკუმენტური, 2005), „გამცილებელი“ (2006) და სხვ.

 

დოდო ჭიჭინაძე იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

 

გარდაიცვალა 2009 წლის 3 ნოემბერს 84 წლის ასაკში.

 

 

big_banner
არქივი