logo_geo
4 ნოემბერს ვაკის მოსახლეობას გაზმომარაგების მიწოდება დროებით შეუწყდება
- +

3 ნოემბერი. 2019. 20:06

 

4 ნოემბერს ვაკის მოსახლეობას გაზმომარაგების მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

„ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აბონენტების ახლად აშენებულ ქსელზე გადართვის მიზნით 4 ნოემბერს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება 1300-მდე აბონენტს.

 

კერძოდ:

  • თ. აბულაძის ქ. 30 (ლევან მიქელაძის ქ. 17);
  • თ. აბულაძის ქ. 32 (ლევან მიქელაძის ქ. 19 – ყიფშიძის ქუჩა, ავტოგასამართი სადგურის მიმდ.);

 

  • თ. აბულაძის ქ. 31 (ჭავჭავაძის გამზირსა და ყიფშიძის ქუჩას შორის);

 

  • ნ. ყიფშიძის ქ. 2კ (იგივე, ი. ჭავჭავაძის გამზ. 39ბ), 5, 5ა, 5-7, 7, 7ბ, 7ა, ნ. ყიფშიძის ქ. 9-ში მდებარე შპს „ფორტის დეველოპმენტის“;

 

  • ი. ჭავჭავაძის გამზ. მე-9 საავადმყოფოს ჩრდილოეთით მდებარე – (ზ. ავალიშვილის ქ. 8) შპს „ჭავჭავაძე 33“, ი. ჭავჭავაძის I შეს. 4-ში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 37) მდებარე ი.ბ.ა. „მედიკოსი“-ს, ი. ჭავჭავაძის გამზ. 60-ში მდებარე შპს „ჰაუსარტ ლუქსი“-ს, ი. ჭავჭავაძის გამზ. 33ე (იგივე ი. ჭავჭავაძის გამზ. 33კ), ი. ჭავჭავაძის გამზ. 37ლ – შპს „არქი თაუერი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. 52, ი. ჭავჭავაძის გამზ. 54 (კავსაძის ქ. 2), 54ა;

 

  • კავსაძის ქ. 3კ-ში მდებარე შპს „დომუს დეველოპმენტის“ საცხოვრებელი კორპუსები;

 

ასევე:

  • ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო;
  • თურქეთის საელჩო;
  • სიმონ ხეჩინაშვილის სახ. კლინიკა;
  • შპს „თანამედროვე განათლების აკადემია“;
  • სს „აქსის თაუერსი“ და სხვა;

 

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 6 ნოემბრის დილის 10.00 სთ-დან და დასრულდება 18.00 სთ-მდე“, - აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ახალ ქსელზე გადართვა აუცილებელია უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების გასაუმჯობესებლად.

 

გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის დანადგარები ღია მდგომარეობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი