logo_geo
8 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდი შენარჩუნდება
- +

4 ნოემბერი. 2019. 13:03

 

 

4-8 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

 

მათივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველო დაბლობში +20, +25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

 

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4-5 ნოემბერს +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება, 6-8 ნოემბერს +18,+20 გრადუსამდე მოიმატებს.

 

 

big_banner
არქივი