logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: ისე დახელოვნდნენ ოპონენტები თეთრის შავად, სიკეთის ბოროტებად, შენების ნგრევად წარმოჩენაში, რომ მიწევს, წინასწარ დავაანონსო...
- +

4 ნოემბერი. 2019. 13:59

 

 

„ისე დახელოვნდნენ ოპონენტები თეთრის შავად, სიკეთის ბოროტებად, შენების ნგრევად წარმოჩენაში, რომ მიწევს, წინასწარ დავაანონსო გარკვეული პროექტები, მათ შორის წყალტუბოც, რათა საზოგადოებამდე თავიდანვე სწორი და პირუთვნელი ინფორმაცია მივიდეს“, - განაცხადა  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ „Entrepreneur“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

მისი თქმით, თავს არ გრძნობს კომფორტულად იმის გამო, რომ წინასწარ უწევს სამომავლო პროექტებზე საუბარი.

 

„ნამდვილად არ ვგრძნობ თავს კომფორტულად, როცა წინასწარ მიწევს სამომავლო პროექტებზე საუბარი. საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ნათქვამია და ამ პრინციპს მივდევდი ყოველთვის, მაგრამ ცხოვრებამ აქაც თავის კორექტივი შეიტანა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

big_banner
არქივი