logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: არაერთხელ მაქვს გაცხადებული, რომ ვაპირებ, ჩემი ქონების არანაკლებ 90% ქველმოქმედებას მოვახმარო
- +

4 ნოემბერი. 2019. 15:32

 

 

„ადრეც არაერთხელ მაქვს გაცხადებული  და ახლაც ვადასტურებ, რომ ვაპირებ, ჩემი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ანუ ქველმოქმედებას მოვახმარო“, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ „Entrepreneur“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

მისი თქმით, როგორც ჩანს, ეს განაცხადი არ მოეწონათ სიცრუეზე და ცილისწამებაზე ორიენტირებულ ოპონენტებს.

„სხვათა შორის ეს განაცხადი, როგორც ჩანს, არ მოეწონათ სიცრუეზე და ცილისწამებაზე ორიენტირებულ ოპონენტებს და ყველანაირად ეცადნენ, მიეჩქმალათ იგი. სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მე მირჩევნია, თუნდაც საგრძნობი დანაკარგით დავიბრუნო ინვესტიციის ნაწილი, რომელმაც კატალიზატორის როლი უკვე შეასრულა და დროულად წარვმართო ეს სახსრები ფართო, საზოგადო მნიშვნელობის ამოცანებზე, ვიდრე ერთ პროექტში ხანგრძლივად ჩავტოვო ეს რესურსი. თუმცა, არც იმის ილუზია მაქვს, რომ ასეთი ინვესტიციატევადი ანუ ძვირი პროექტების შეძენის სურვილი ბევრს გაუჩნდება და, შესაძლოა, მათი მართვა დიდხანს მომიწიოს, მაგრამ პრინციპი არ იცვლება - ნებისმიერი შემოსავალი ამ ობიექტებიდან, ექსპლუატაციის პროცესშიც იმავე პროპორციით დაიხარჯება, როგორც გაყიდვის შემთხვევაში - 90/10-ზე. სხვათა შორის, ოპონენტებს შეუძლიათ ქმედითი მონიტორინგი დააწესონ ამ პირობის შესრულებაზე, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ამას არ იზამენ - ისინი ხომ ფაქტებს და სიმართლეს ვერ უმკლავდებიან, ამიტომ ვვარაუდობ, რომ ისევ სიყალბის და ცილისწამების მეთოდს აირჩევენ ოპონირებისთვის“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

big_banner
არქივი