logo_geo
ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე მეორედ დაჯარიმებისას კი ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის
- +

4 ნოემბერი. 2019. 15:33

 

ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.

 

შსს-ს მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება პრომილეების, ანუ სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება.

 

უფრო კონკრეტულად, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განუცხადა, დიფერენცირებული ჯარიმები ორეტაპიანია - რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება.

 

საერთო ჯამში კი შსს გეგმავს, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციები გაამკაცროს, მათ შორის გამკაცრდება აღნიშნული სამართალდარღვევის გამო მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაწილიც.

 

გარდა ამ ცვლილებისა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს მინისტრის მოადგილემ განუცხადა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციის სახით შემოდის ადმინისტრაციული პატიმრობაც. კერძოდ, თუ მძღოლი სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმდება, მას მართვის მოწმობის ჩამორთმევის გარდა სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც შეიძლება შეეფარდოს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი