logo_geo
წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას მიმართულებით გზის რეაბილიტაცია დასრულდა
- +

5 ნოემბერი. 2019. 11:33

 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზაზე 11 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი ორ მონაკვეთად იყო დაყოფილი. ერთ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო მეორე მონაკვეთზე მცირე სამუშაოებია დარჩენილი, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება.

 

„წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის კეთილმოწყობას, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.

 

სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული იყო, ხოლო არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად შემორჩენილი, გზის დანარჩენი ნაწილი კი ხრეშოვანი. საავტომობილო გზაზე კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საგზაო ნიშნები. ასევე ხორციელდება გზის შემოფარგვლა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 7.3 მილიონი ლარია.

 

 

 

big_banner
არქივი